სასტუმრო                   ქობულეთი გარდენ ინნ

რესტორანი და ბარი 

"მედუზა"

საუზმე

ყოველ დილით, სასტუმროს რესტორანში , 08:00-დან 10:00 საათამდე, სტუმრებს ვთავაზობთ შვედურ მაგიდა — საუზმეს მრავალფეროვანი არჩევანით. მენიუში წარმოდგენილია როგორც ქართული, ასევე ევროპული კერძები, ცივი და ცხელი სასმელები, ხილი, დესერტები და სხვადასხვა მსუბუქი საუზმის ვარიანტი. საუზმე შედის ყველა ნომრის ღირებულებაში და შექმნილია იმისთვის, რომ დღე სასიამოვნოდ და ენერგიულად დაიწყოთ.

რესტორანი და ბარი 

სასტუმროს ბარ-რესტორანი "მედუზა" ფუნქციონირებს ივლისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე და სტუმრებს მასპინძლობს ყოველდღიურად 11:00-დან 23:00 საათამდე. მენიუში წარმოდგენილია ქართული და ევროპული სამზარეულო, მრავალფეროვანი გემრიელი კერძები, დესერტები და გამაგრილებელი სასმელები. ბარში ასევე შეგიძლიათ დააგემოვნოთ სხვადასხვა კოქტეილი სასიამოვნო და მშვიდ გარემოში.  ბარ-რესტორანი მდებარეობს ზედა სართულზე და აქვს ფართო ტერასა, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი. მყუდრო ატმოსფერო და თანამედროვე ინტერიერი იდეალურ გარემოს ქმნის როგორც ოჯახური ვახშმისთვის, ისე მეგობრებთან სასიამოვნო დროის გასატარებლად.